ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსი გაიმართა

16-დან 20-წლამდე ასაკის ახალგარზდებს შორის ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსი  ჩატარდა თემაზე: Speculation on Our Future. 
პირველი ტური 10 მარტს გაიმართა და მასში 100-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა. 11 მარტს, მეორე ტურში გასულ  10 მონაწილეს შორის ორი ფინალისტი გამოვლინდა - ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან წერეთელი და რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი მარიამ ბალაბუევა. ისინი   დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში გაემგზავრებიან. საბოლოო გამარჯვებულს პრიზს ბუკინგემის სასახლეში თვით პრინცი ფილიპი გადასცემს.

საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი პოლ დაბლდეი,  HSBC ბანკის დირექტორი გაი ლუისი, BP-ის დირექტორი ნილ დანი და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.

კონკურსის ორგანიზატორი „ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის“ (The English – Speaking Union), საქართველოს წარმომადგენლობაა. „ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირში-ESU”   მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის საქართველოც (1998 წლიდან). ორგანიზაცია ინგლისური ენის საშუალებით მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ემსახურება და  მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი  - ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი.  გარკვეულ პერიოდში  ESU-ს თავმჯდომარე  სერ იუნსტონ ჩერჩილი იყო.

ESU - Georgia ყოველწლიურად ატარებს კონკურსს ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში 16-დან 20-წლამდე ასაკის ახალგარზდებს შორის მთელი საქართველოს მასშტაბით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე