ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამოცდების მედიაცენტრი გახსნა. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და  პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ჩაატარებს.

გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში:  სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.

საგამოცდო პროცესში ჩართულია 1200 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30–მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი იმორიგევებს სასწრაფო დახმარების  მანქანა.

საგამოცდო ტესტები დიდ ბრიტანეთში, ,,სტივენ ოსტინის“ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში კონფიდენციალობის ყველა ნორმის დაცვით ჩამოვიდა. ტესტები  თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მთავარ სამმართველოებში განთავსდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე