ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს საქართველოს სახელმწიფო  აგრარულ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა  და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების განრიგი ასეთია: 30 ივნისი - 1 ივლისი - ქართული ენა  და ლიტერატურა; 4 და 5 ივლისი - ზოგადი უნარები; 6 ივლისი - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა); 7 ივლისი და 8 ივლისი - უცხოური ენა (ინგლისური ენა); 11 ივლისი - უცხოური ენა (რუსული ენა); 12 ივლისი - ისტორია; 13 ივლისი - მათემატიკა; 14 ივლისი - ლიტერატურა; 15 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 18 ივლისი  - ბიოლოგია; 19 ივლისი  - გეოგრაფია; 20 ივლისი - ქიმია; 21 ივლისი - ფიზიკა.
 

გამოცდები ორ სესიად გაიმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია  08:00 საათზე იწყება, გამოცდა კი, 09:00 საათზე. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ დაიშვება.

2011 წლისათვის რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა 33898-ია. გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან იქნება ცნობილი.

საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრია, ყველა მათგანი მობილიზებულია, რათა საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს.

წელს პირველად,  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების აქამდე არსებული სისტემა პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების დაფინანსებით იცვლება. ძირითადი ყურადღება მიექცევა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებების დაფინანსებას, დაფინანსების 80% მიმართული იქნება სწორედ ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჰუმანიტარული დარგებზე  მხოლოდ 100%-იანი გრანტის მფლობელები დაფინანსდებიან, ხოლო 100%-იანი გრანტის  მიღმა დარჩენილ სტუდენტებს სახელმწიფო დააფინანსებს იმ შემთხვევაში  თუ მათ მეოთხე საგნად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები აქვთ ჩაბარებული.

სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და  პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებასაც იწყებს. 6-21 ივლისს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, ხოლო 14- 15 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე