ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თიბისი ბანკის და ”ელიტ ელექტრონიქსის” სოციალური აქცია მასწავლებლებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თიბისი ბანკისა და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქციის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გულისხმობს სწრაფ განვადებებზე სპეციალური შეთავაზების გაკეთებას საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის. პროექტის პრეზენტაცია თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა და „ელიტ ელექტრონიქსის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხრლმძღვანელმა ია ნადირაშვილმა გამართეს. 

პროექტი სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და იგი პედაგოგებს და განათლების სფეროში მომუშავე სხვა პირებს საშუალებაა აძლევს „ელიტ ელეტქრონიქსის“ ქსელში თიბისი ბანკის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ. გარდა ამისა „ელიტ ელექტრონიქსი“ აქციის წევრებს შესთავაზებს დამატებით სარგებელს ფასდაკლებების სახით. ფასდათმობა  ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას განხორციელდება.

აქციის ფარგლებში საჯარო სკოლისა და სისტემის თანამშრომლები ისარგებლებენ მნიშვნელოვანი შეღავათებით სწრაფ განვადებაზე. სესხის გაცემა მოხდება გამარტივებული პირობებით. კერძოდ, სესხი დაუმტკიცდება ყველას, ვისაც, „კრედიტინფოს“ საინფომაციო ბაზაში უარყოფითი საკრედიტო ისტორია არ აღენიშნება, ან მიმდინარე ვადაგადაცილება არ გააჩნია.

გარდა ამისა აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ თიბისი ბანკის საზაფხულო გათამაშებაში და მოიგონა სხვადასხვა პრიზი. აღნიშნული აქცია საშუალებას მისცემს პედაგოგებს, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი პირობებით შეიძინონ ახალი ტექნიკა და გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე