ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

199-ე საჯარო სკოლას ძველი სტატუსი და სახელი დაუბრუნდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 199-ე საჯარო სკოლის (ყოფილი კომაროვის  ფიზიკა-მათემატიკური  სკოლა) კურსდამთავრებულთა ”კლუბ კომაროველის” (ALUMNI) წევრებს შეხვდა და  სკოლის შემდგომი განვითარების თაობაზე სკოლის წარმომადგენელთა და კლუბის წევრთა წინადადებები მოისმინა.

შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინებით დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე  განცხადება გააკეთა - მინისტრის გადაწყვეტილებით  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის საერთი საცხოვრებელს, რაზეც 270 000 ლარი გამოიყოფა.  199-ე საჯარო სკოლა პანსიონური მომსახურებისაა, ცუდი პირობების გამო, ამჟამად სკოლის საერთო საცხოვრებელში  მხოლოდ 80 მოსწავლეა დაბინავებული. ახალი სასწავლო წლიდან კი, საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე ნიჭიერი მოზარდი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-პანსიონში  უფასოდ სწავლასა და ცხოვრებას შესძლებს.

მინისტრმა ასევე გაითვალისწინა სკოლისა და  ”კლუბ კომაროველის” წევრთა სურვილი და მიიღო გადაწყვეტილება 199- ე საჯარო სკოლას  ძველი სახელი და სტატუსი დაუბრუნდეს და უკვე ხვალიდან თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი ”კომაროვი” ეწოდოს. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სკოლის ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფასა და პედაგოგთა წახალისების ფორმებზე. მინისტრმა სკოლას საჩუქრად ათი კომპიუტერი გადასცა.  საუბარი ასევე შეეხო სპეციალიზირებულ სკოლაში ჩარიცხვისა და სახელმძღვანელოების თემებსაც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე