ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა უსინათლო აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მიიყვანა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბასილაშვილი,  ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და  მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.

გიორგი ბასილაშვილმა საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც მომზადებული ხვდება. იგი კომუნიკაბელური, რეალიზებული და აქტიური ახალგაზრდაა, სკოლაში გატარებულ წლებს ნაყოფიერად მიიჩნევს და თვლის, რომ მიუხედავად მისი პრობლემისა, ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი,  რათა სრულყოფილი საშუალო განათლება მიეღო. გიორგის  დიდი სამომავლო გეგმები აქვს, მან არჩევანი თეატრალური უნივერსიტეტის ხალხური საკრავებისა და ქართული საეკლესიო საგალობლების სპეციალობაზე შეაჩერა. 

უსინათლოებისთვის გამოცდების ეროვნულ ცენტრში ტესტები ბრაელის შრიფტით  მომზადდა. მომავალი წლისათვის მათთვის საატესტატო გამოცდების ჩაბარება, როგორც ყველა მეთორნმეტეკლასელისათვის, კომპიუტერების საშუალებით გახდება შესაძლებებლი, ამისათვის სპეციალური ხმოვანი პროგრამა შეიქმნება.

2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს სულ ოთხი განსაკუთრებული საჭიროების მქონე  აბიტურიენტი აბარებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე