ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა წყნეთის BUCKSWOOD-ის ენის საზაფხულო სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე  ისვენებს.  დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. 
 
სამინისტრო 2011 წლის 19 ივნისიდან 10 სექტემბრის  ჩათვლით, ოთხ ნაკადად, წყნეთის BUCKSWOOD-ის  სკოლაში ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში”  და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს  ზოგადსაგანამათლებლო სკოლების  600  წარმატებული მოსწავლეა ჩართული, მათგან 32 საუკეთესო ორი კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. ქართველ პედაგოგებთან ერთად, საზაფხულო სკოლაში სამინისტროს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგებიც ასწავლიან.

საზაფხულო სკოლაში სტუმრობისას დიმიტრი შაშკინი იმ პროგრამას  გაეცნო, რომელსაც  მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გადიან, მინისტრი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა, მოსწავლეებს გაესაუბრა  და ბოლოს ბავშვებთან ერთად ინგლისური პოპულარული თამაშში - კრიკეტი (Cricket) ითამაშა.

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების ეს პროგრამა მესამე წელია მოქმედებს და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე