ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აბიტურიენტები დღეს ზოგად უნარებს აბარებენ

ზოგად უნარებში გამოცდები 4 და 5 ივლისს ოთხ ნაკადად ჩატარდება. უნარების გამოცდის დაწყებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აკვირდებოდა.

ზოგად უნარებში ტესტები ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზეა დაბეჭდილი. ზოგადი უნარების ტესტს  328 სომეხი და 436 აზერბაიჯანელი აბიტურიენტი  მშობლიურ ენაზე აბარებს.

პრეზიდენტის ინიციატივით, სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების აბიტურიენტები, რომელთაც ქართულ სექტორზე სურთ სწავლა, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, ერთი წელი გაძლიერებულად შეისწავლიან ქართულ ენას და შემდეგ გააგრძელებენ სწავლას თავიანთ პროფესიებზე. სამინისტრო საუკეთესო შედეგის მქონე ასი სომეხი და ასი აზერბაიჯანელი სტუდენტის სწავლებას 450 ათასი ლარის სასწავლო გრანტით დააფინანსებს.

ზოგადი უნარების გამოცდას ერთი უსინათლო აბიტურიენტი აბარებს, რომლისთვისაც ტესტი ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 5400 სტუდენტი მონაწილეობს, ისინი მხოლოდ ზოგად უნარებში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის გასაუმჯობესებლად სტუდენტმა მაქსიმალური ქულა 42, მინიმალური კი 10.5 ქულა უნდა მოაგროვოს.

ზოგადი უნარების გამოცდა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება, მაქსიმალური ზღვარი 80 ქულაა, ხოლო მინილამური კომპეტენციის გადასალახავად აბიტურიენტმა 21 ქულა უნდა დააგროვოს.

ტესტი 80 დავალებას შეიცავს, მათემატიკურსა და ვერბალურს, თითოეულ ნაწილზე აბიტურიენტს საათნახევარი ეთმობა. სიახლეა  მათემატიკური დავალებების ბლოკში, დამატებულია მონაცემთა საკმარისობის დავალებები, რომელთა მიხედვით აბიტურიენტმა უნდა განსაზღვროს  რა კომპონენტი აკლია დავალებას სწორად ამოსახსნელად.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე