ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.

სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში გამოცდით დაიწყო. გამოცდების განრიგი ასეთია: 6, 7 და 8 ივლისი - პროფესიული უნარები; 11 ივლისი - გამოცდა  დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის; 11 ივლისი - ისტორია; 11 ივლისი - ქიმია; 14 ივლისი - ბიოლოგია; 15 ივლისი - ფიზიკა;  15 ივლისი - სამოქალაქო განათლება; 18 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა; 18 ივლისი - გეოგრაფია; 19 ივლისი - მათემატიკა;  20 და 21 ივლისი - გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.

პროფესიულ უნარებში გამოცდა ხუთი საათი გრძელდება, საქართველოს მასშტაბით 14 საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 08:00 საათზე  დაიწყო, გამოცდა კი - 09:00 საათზე, მაქსიმალური ქულა 70-ია, აპლიკანტმა 43 და მეტი ქულა უნდა დააგროვოს რათა გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს. გამოცდებში მონაწილეობისათვის 24 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული.

პედაგოგთა სერტიფიცირება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სერტიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს იღებს, მათ 200 ლარამდე ეზრდებათ ხელფასი თუ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ჩააბარებენ, ხოლო სერტიფიცირებული მასწავლებლების პირველი, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%, რომელთაც ჩაბარებული აქვთ კომპიუტერი და ინგლისური ენაც, 1000 ლარიან ფიქსირებულ ხელფასს იღებენ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე