ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები გრანტის მოპოვების პროცესში ჩაერთვებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ვარშავაში გამართული კონფერენციის  ,,მობილობის აღმოსავლეთ განზომილება” მუშაობაში იღებს  მონაწილეობას.

საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ საშუალება, თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად,  მონაწილეობა მიიღონ იმ გრანტების მოპოვებაში, რომლის საერთო მოცულობა 11 000 000 ევროა და გამოყოფილია იმასათვის, რომ მოხდეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა  განვითარება და მეცნიერების ხელშეწყობა.

ახალი პროექტის ფარგლებში, მოძიებული გრანტებით ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები  სხვადასხვა  საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ და უფრო მეტ  უცხოელ სტუდენტს მოიზიდავენ.

საქართველოში, რომელიც არის ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფილი ნაწილი 2 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. მობილობის პროცესის ფარგლებში, რომელშიც საქართველო რამდენიმე წელია ჩართულია, ჩვენ სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ევროპის ქვეყნების საუკეთესო უნივერსიტეტებში.

ვარშავაში კონფერენცია 6-7 ივლისს ტარდება და იგი ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პოლონური წარმომადგენლობის მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია გააძლიროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მობილობა განათლების, ახალგაზრდობის და კვლევის საკითხებში.

კონფერენციაში შესაბამისი სამინისტროების, უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ეროვნული სააგენტოების, ევროკავშირის პროგრამების, ფონდების, ასოციაციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სტუდენტები მონაწილეობენ.

აღნიშნული კონფერენცია არის საუკეთესო საშუალება მობილობის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გამოცდილებებისა შეხედულებების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.

ვარშავის კონფერენცია ხალხთა შორის სამომავლო კონტაქტების დამყარებას ემსახურება. იგი  არის კარგი მოსამზადებელი ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის, რომელიც მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე