ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჰიპერაქტივობის სინდრომით გამოწვეული პრობლემების შემცირება სკოლაში

№1 ექსპერიმენტულ სკოლაში, „სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის“ მიერ განხორცილებული პროექტის „AD/HD-(ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით) გამოწვეული პრობლემების შემცირება სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი კოკა სეფერთელაძე, პროქეტის ავტორები, მხარდამჭერები და პროექტში ჩართული პედაგოგები და მშობლები.

პროექტი  „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერითა და ფინანსური თანადგომით განხორციელდა. პროექტი თავისი შინაარსით იყო საპილოტო, მიზნად ისახავდა დაწყებით კლასებში AD/HD სინდრომის მიერ წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრას, პრევენციული ღონისძებების გატარებას.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა AD/HD -ს სინდრომის მქონე 38 მოსწავლე (6-9 წლის).
ტრენინგები აღნიშნულ სინდრომთან მუშაობის შესახებ ჩაუტარდათ 53 მასწავლებელს.  გარდა ამისა, ხდებოდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა, სადაც ფსიქოლოგები   27 დამრიგებელთან ერთად აკვირდებოდნენ შედეგებს.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში, რომელიც გარდა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა, მოიცავს რეკომენდაციებს აღნიშნულ სინდრომთან მუშაობის გაგრძელებისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.

პროექტი თავისი მნიშვნელობით იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომავალშიც იგეგმება  მსგავს პროქტებზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით .

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე