ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური კოლეჯი მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური პროფესიული ცენტრი მოინახულა. სასწავლებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებს.  ირინე ქურდაძე ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, შეხვდა სტუდენტებს და  ის ობიექტები დაათვალიერა, სადაც სტუდენტები სასწავლო  პროგრამების შესაბამისად საწარმოო პრაქტიკას გადიან.

იმერეთის რეგიონში სამთო მიმართულების სასწავლებლის გახსნა  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო. სწორედ პრეზიდენტის დავალებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის ბაზაზე  იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით რეგიონული პროფესიული ცენტრი დააარსა.

სასწავლებელში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები სწავლობენ. გადამზადებას გადიან მეშახტეები, მაღაროელები და, ზოგადად, სამთო-საინჟინრო მიმართულების სპეციალისტები. პროფესიული პროგრამებით   პირველ ეტაპზე 120 სტუდენტი  სწავლობს  შემდეგ სპეციალობებზე: გვირაბგამყვანი, წმენდითი სამუშაოების სპეცილისტი, სამთო ელექტრომექანიკოსი, შახტის ელმავლის მემანქანე, ამფეთქებელი, სამთო მანქანების ექსპლუატატორი და რემონტის სპეციალისტი, სასწავლებელი ასევე ამზადებს მშენებლებს, კალატოზებს, ელექტრორკალურ შემდუღებლებს.

სასწავლო პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული იქნა მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები. პრაქტიკული სამუშაოებისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები, როგორც სასწავლო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. სასწავლებელში წლის განმავლობაში ეტაპობრივად  600-მდე მსურველის გადამზადდება.

სასწავლებელთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობა. მათ სასწავლებელს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს. მაღაროს ხელმძღვანელობა სტუდენტებს შახტაში ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკის  გავლას სთავაზობს,  წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი დასაქმების პერსპექტივა გააჩნიათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე