ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის დირექტორთა წარდგენის პროცესი დაიწყო

დაიწყო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა  სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის პროცესი. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატი ამირან ჯამაგიძე წარუდგინა.

მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა სკოლის დირექტორობის კანდიდატი ივანე კვიტაშვილი კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, ხოლო მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ არტურ მურადიანი თბილისის 104-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგინეს. სამივე წარდგენილმა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა კონკურსში და გაიმარჯვა.

კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ,  რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება  7 წლის ვადით ენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება, რის შემდეგაც  თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს.

წელს პირველად, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითი იყო და მასში მონაწილეობა შეეძლო უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, მათ შორის როგორც  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ასევე, იმ მოქალაქეებსაც, რომლთაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.

გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველებმა გაიარეს ინდივიდუალური ტესტირება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვა ის პირები, რომლებმაც გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.
შესარჩევი კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე