ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ”ეხო მასკვის” მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი და ობიექტური რადიოარხის ”ეხო მასკვის”  მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი ცნობილი ჟურნალისტი იყო და მის მიზანს წარმოადგენდა პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისაგან მიეღო ინფორმაცია იმ რეფორმებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ალექსეი ვენედიქტოვის განმარტებით, აუცილებელია რუსმა ხალხმა იცოდეს  ის,  რაც რეალურად ხდება საქართველოში და არა მხოლოდ ის, რასაც რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება ავრცელებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის სურვილი კი, იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ალექსეი ვენედიქტოვი არის რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაა.

რუსი ჟურნალისტი თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდა, მათ შორის საატესტატო და ეროვნული გამოცდებით, მანდატურის ინსტიტუტით და აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად გააცნობს თავის მრავალრიცხოვან მსმენელს საქართველოში მიმდინარე სიახლეებს და ეცდება თავისი ქვეყნისთვის ”მოიპაროს”  ზოგიერთი მათგანი.

დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა რუს ჟურნალისტთან შეხვედრა და განაცხადა, რომ გარდაქმნები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ყველა ქვეყნისათვის  მნიშვნელოვანი მოვლენაა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე