ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დილით ეწვია და მასწავლებელთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო. დღეს გამოცდებს დაწყებითი კლასების, ქიმიისა და ისტორიის პედაგოგები აბარებენ.

დაწყებითი კლასების პედაგოგები, რომელთაც უკვე ჩააბარეს გამოცდა პროფესიულ უნარებში, 11 ივლისს ინტეგრირებულ ტესტებს წერენ, რომელშიც გაერთიანებულია საკითხები იმ საგნებიდან, რასაც ისინი დაწყებით კლასებში ასწავლიან. გამოცდა 5 საათი გრძელდება, მაქსიმალური ქულაა 100,  გამსვლელი ქულა კი -  61 და მეტი.

წელს პირველად მიეცათ საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ქიმიისა და ისტორიის პედაგოგებს,  გამოცდა მათთვისაც 5 საათი გრძელდება, მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო გამსვლელი - 43 და მეტი.

რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, გამოცდა ზუსტად 9 საათზე დაიწყო, არცერთი დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე