ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა პროფესიული კოლეჯის ,,აიტი’’ საზაფხულო სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში ,,აიტი’’ საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებას გაეცნო და მსმენელებს შეხვდა.

პროექტი ”საზაფხულო სკოლა”   სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. ერთთვიან გადასამზადებელ კურსებზე დარეგისტრირება თერთმეტი წლის ზემოთ ყველა მსურველს შეეძლო. საზაფხულო სკოლაში ოთხი მიმართლებით მიმდინარეობს მსმენელთა გადამზადება: პერსონალური კომპიუტერის ტექნიკოსი; კომპიუტერული გრაფიკა; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ–ოპერატორი; კომპიუტერული მონტაჟი და გახმოვანება.

საზაფხულო სკოლას 108 მონაწილე ჰყავს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებას ყველა ასაკის ადამიანი გადის. არის შემთხვევები, როდესაც შვილებთან ერთად მშობლებიც ეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიებს. 

ასევე, ზაფხულის განმავლობაში კოლეჯში 3D სამგანზომილებიანი ანიმაციის კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტები გადიან.

პროფესიული კოლეჯის ,,აიტი’’ ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ვებ-მედია ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; ელექტრული და სატელეკომუნიკაციო ქსელები.

სახელობო პროგრამების გარდა, სასწავლებელში მოკლევადიანი პროგრამებიც მოქმედებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 თვიდან 2 წლამდეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცენტრის კურსდამთავრებულთა და გადამზადებულ მსმენელთა რაოდენობამ  3 000 გადააჭარბა. ამჟამად კოლეჯის სტუდენტთა საერთო რაოდენობა 321-ია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე