ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გახსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 161- ე საჯარო სკოლაში  მათემატიკასა და უცხოურ ენებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გახსნა და მის მიმდინარეობას დააკვირდა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებსა და ფიზიკაში 13 და 14 მარტს თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 3467 მოსწავლე მიიღებს.

მეორე ტურში გასულთა რაოდენობა ამ საგნების მიხედვით შემდეგია:

ქართული ენა და ლიტერატურა    410
ქართული ენა და ლიტერატურა  (არაქართულენოვანი)    382
მათემატიკა    947
ინგლისური ენა    470
გერმანული ენა    345
რუსული ენა    416
ფრანგული ენა    270
ფიზიკა    227

დანარჩენ საგნებში ოლიმპიადის მეორე ტური 27 და 28 მარტს ჩატარდება. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის  მეორე ტურში მონაწილეობას სულ 5696 მოსწავლე მიიღებს. უცხოური ენის ოლიმპიადის მეორე ტურში  2 უსინათლო მოსწავლე მონაწილეობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.

ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან.

მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ზოგადი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კვლავ განხორციელდება როგორც ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადები, ასევე საქართველოს მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა  მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ოლიმპიადების წახალისების მიზნით, იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიადების საქართველოში ჩატარება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე