ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

50 დევნილი მაგისტრის სწავლა დაფინანსდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2011-2012 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში საუკეთსო ქულების მქონე ორმოცდაათი იძულებით გადაადგილებული სტუდენტის მაგისტრატურაზე სწავლება 2250 ლარით დაფინანსდება. პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მთლიანად 112 500 ლარია გამოყოფილი. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ბრიფინგი გამართეს.

დაფინანსდება შემდეგი  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  •  საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის (საერთაშორისო სისხლის სამართალი) სპეციალობა.

აღნიშნულ მიმართულებებზე იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსება მათი  სტატუსითაა განპირობებული. საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში ისინი, როგორც პროცესების უშუალო მონაწილეები, საუკეთესოდ შეძლებენ კონფლიქტების თემატიკისა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხების ირგვლივ სასამართლო საქმეების წარმართვას.

დაფინანსება შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე  ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფი­ნანსების მისაღებად მსურველმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებ­თან ერთად, უნდა წარმოადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არა უგვიანეს 2011 წლის 31 ოქ­ტომ­ბ­რისა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე