ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეთა მობილობის თემაზე ბრიფინგი გაიმართა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. ამ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა და  პროცესთან დაკავშირებული დეტალები განმარტა. 

მობილობა  მოსწავლის სკოლიდან  სკოლაში გადასვლას გულისხმობს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №114/ნ 2011 წლის 29 ივნისის ბრძანებით რეგულირდება. მობილობა წლის განმავლობაში  ორჯერ,  ყოველი წლის 1 ივლისიდან  31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ხორციელდება.

მობილობის უფლება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს აქვს. დადგენილი წესის შესრულებაზე პასუხისმგებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორია. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამინისტრო უფლებამოსილია მოსწავლის სკოლიდან სკოლაში გადაყვანა დადგენილი ვადებიდან განსხვავებულ პერიოდში განახორციელოს. 

მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, სკოლას უფლება აქვს გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს  რამდენად შეესაბამება  მოსწავლის ცოდნა და უნარები  კონკრეტულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ დონეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება მოსწავლეთა მობილობის შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე -  facebook.com/mes.gov.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე