ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი მაგისტრანტების გამოცდის მიმდინარეობას ბათუმში აკვირდებოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდა.

მესამე წელია რაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტარდება. წელს გამოცდაზე მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა - 7 000 დარეგისტრირდა. გამოცდები ორ დღეს - 14 და 15 ივლისს ტარდება. პირველ დღეს მაგისტრობის კანდიდატთა  ტესტები წაკითხულის გააზრებასა და  ანალიტიკურ წერაზეა. წაკითხულის გააზრების მაქსიმალური   ქულა 21-ია, აპლიკანტს მინიმალური 6,4 ქულის მოპოვება ევალება. ანალიტიკური წერისთვის მაქსიმალური ქულა 24-ია, აპლიკანტმა მინიმალური  7,3 ქულა უნდა დააგროვოს.

15 ივლისს აბიტურიენტები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაზე გააკეთებენ ტესტებს.   ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, მინიმალური - 5,2, რაოდენობრივი მსჯელობის ტესტი 20 ქულით ფასდება, აპლიკანტმა  5,1 მინიმალური ქულა უნდა მოიპოვოს ბარიერის გადასალახად.

საბოლოოდ, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამ ნაწილში მაინც უნდა გადალახოს.

მაგისტრანტების დაფინანსებითვის გამოყოფილი თანხის 10% ნაწილდება შედეგების რეიტინგული სიის საფუძველზე, ამ შემთხვევაში მაგისტრანტი ნებისმიერ ფაკულტეტზე სარგებლობს გრანტით, თანხის 90% დარგების მიხედვით ნაწილდება. 40% ყველა მიმართულებით, 50% კი, პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც ყოველწლიურად დგინდება.

2011 წლისათვის დაფინანსება მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • საბუნებისმეტყველო-10%;
  • საინჯინრო-9%;
  • ჰუმანიტარული-8%
  • სციალური -7%;
  • განათლება და პედაგოგიკა-6%;
  • მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები-4%
  • აგრარული-2,5%
  • ხელოვნება-2%
  • ჯანდაცვა-1,5%
  • ბიზნესი და ეკონომიკა-0%
  • სამართალი-0%

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე