ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორდღიანი გასვლითი სემინარი, აჭარაში გაიმართა სადაც, ტელე-რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მედია-სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესწრებოდა. დიმიტრი შაშკინის  განცხადებით, მანდატურის სამსახური  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთ წარმატებული  პროექტია. 

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მანდატურთა საქმიანობაზე და მათ ძირითად უფლება-მოვალეობებზე ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. 

სემინარის მონაწილეებს განემარტათ, რატომ შეიქმნა  მანდატურის სამსახური, რა არის სამსახურის მთავარი მიზნები და რა მომზადება გაიარეს მანდატურებმა საჯარო სკოლებში სამსახურის დაწყებამდე.

შეხვედრაში რამდენიმე მანდატურიც მონაწილეობდა, მათ თავიანთ მაგალითზე ისაუბრეს თუ რა ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან.  მანდატურების თქმით, სკოლის მოსწავლეები მათ უფროს მეგობრებს უწოდებენ და მათთან უკვე  პირადი პრობლემებითაც მიდიან. მანდატურებმა საქმიანობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზეც ისაუბრეს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპაუხეს.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ, სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად მოისპო  სკოლებში თამბაქოს მოხმარების შემთხვევები,  შემცირდა მოსწავლეების დაგვიანებისა და სკოლიდან გაპარვის ფაქტები, აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის შემთხვევები, მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისა და სკოლებში სასკოლო ქონების დაზიანების  ფაქტები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე