ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კერძო სკოლებთან ერთად ახალი პროექტი ამოქმედდება

მომავალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  და ”კერძო სკოლათა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს.  ერთობლივ ინიციატივაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესში” სტუმრობისას განაცხადა.

სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოში მოქმედი კერძო სკოლები  სოციალურად დაუცველი  ოჯახების  ნიჭიერ მოსწავლეებს   შესაძლებლობას მისცემენ  უფასოდ ისწავლონ სკოლებში, სადაც  თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების მაღალი დონეა. სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას ის მოსწავლეებიც, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს. ეს იქნება მათთვის  ჯილდო მიღწეული წარმატებებისთვის: ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სისტემაში წახალისებულნი იყვნენ ნიჭიერი ბავშვები,” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ახალი პროექტით, კერძო სკოლებში სწავლა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ იქნება პრივილეგია და ხელმისაწვდომი გახდება ნიჭიერი,  მოტივირებული მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტიგენტის რაოდენობაზე კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო  თავის მხრივ ხელს შეუწყობენ კერძო სკოლების განვითარებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლა-ლიცეუმში - „მწიგნობართუხუცესი“  სტუმრობისას სწავლების მეთოდებსა და კერძო სკოლის გამოცდილებას გაეცნო.  დაინტერესდა სკოლის ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური უზრუნველყოფით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე