ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუკეთესო ტრენერები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგთა ტრენერები დააჯილდოვეს.

სპეციალურად დაწესებული საჩუქრები და სიგელები 12 საუკეთესო ტრენერს გადაეცა. სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, TBC ბანკმა პედაგოგებს ფულადი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა, წიგნების მაღაზია „დიოგენემ“ კი თითოეულ მათგანს წიგნები აჩუქა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენერები 3 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: მასწავლებლებისა და მონიტორინგის ჯგუფის შეფასებები, ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე არსებული მოთხოვნა და თითოეული მათგანის ორგანიზებულობა. შერჩეულ ტრენერებს შორის არიან პროფესიული უნარების, მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის 30 000-მდე პედაგოგი გადაამზადა. ტრენინგები ჩატარდა როგორც პროფესიულ უნარებში ისე, საგნობრივ ნაწილში. ცენტრი პედაგოგების გადამზადებას ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს. ტრენინგები  საქართველოს მასშტაბით ყველა მასწავლებელს ჩაუტარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე