ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა” განათლების სფეროში გატარებული რეფორმები შეაჯამა

საგანმანათლებლო ალიანსმა სასკოლო საზოგადოების შეკრება გამართა, რომელზედაც 2010/2011 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გატარებული რეფორმები განიხილეს და შეაფასეს. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. 

სასკოლო საზოგადოების შეკრებას ესწრებოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეთა მშობლები. შეკრებას უძღვებოდნენ საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარეები ტატო  შავშიშვილი და გია მურღულია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე  თითქმის ყველა სიახლეზე და მათ შედეგებზე. გამომსვლელები ისეთ თემებს შეეხნენ როგორიცაა: საატესტატო გამოცდები; სახელმძღვანელოების კონკურსი; პედაგოგთა სერტიფიცირება; მაღალკვალიფიციური პედაგოგების ანაზღაურება; ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში; ინფრასტრუქტურის განვითარება; მანდატურთა ინსტიტუცია და სხვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე