ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

2011 წლის ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

მინისტრის განცხადებით, წელს აბიტურიენტთა, პედაგოგთა და მაგისტრანტთა გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა, ყველა საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, წყნარ და მშვიდ გარემოში, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართა. არ დაფიქსირებულა არცერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა,  მობილიზებული იყო პროცესში ჩართული ყველა სამსახური.

წელს აბიტურიენტთა მომზადების დონე წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ეს უნარებში გამოცდის შედეგებმა აჩვენა. მაღალი შედეგები კი, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდამ და ახალი პროექტების ამოქმედებამ განაპირობა. გაიზარდა აბიტურიენტთა რაოდენობა საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, სადაც ყველაზე მაღალი კონკურსია. მაღალი კონკურსი დაფიქსირდა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც.

2-ჯერ გაიზარდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთა რაოდენობა. წელს პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ  გაცილებით უკეთ მომზადებულიყვნენ საგამოცდოდ, მათთვის სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა საგნობრივ ტრენინგებს, გადამზადდა 30 ათასი მასწავლებელი.

დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკა, უცხოური ენის პედაგოგებმა კი - გამოცდის მეტყველების ნაწილი ჩააბარეს.  სასერტიფიკაციო გამოცდა უცხოურ ენაში  2010 წელს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით განხორციელდა. იგი 5 ნაწილისაგან შედგებოდა და გარდა წერითი, წაკითხულის გააზრებისა და მეთოდიკის, მოსმენისა და მეტყველების ნაწილებსაც მოიცავდა.

სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აბიტურიენტების, პედაგოგებისა და მაგისტრობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორების პროცესი. საგამოცდო ნაშრომები ელექტრონულად სწორდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება 22 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყება. შედეგები სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) განთავსდება. აბიტურიენტები სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით შეძლებენ საკუთარი ნაშრომისა და შეფასების ნახვას.

გარდა ამისა, ყველა მობილური ოპერატორის აბონენტი საკუთარ შედეგს შეიტყობს მოკლე ტექსტური შეტყობინებით – ამისათვის მათ აბიტურიენტის კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 6232.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე