ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,აინშტაინის” ფარგლებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა მიმდინარეობს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიებით აღიჭურვება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორია თავად მიუტანა და ამ სკოლის პედგოგებთან ერთად  გაეცნო თანამედროვე ლაბორატორიის აღჭურვილობას.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა  დაინტერესების მიზნით,  პროგრამა ,,აინშტაინი” ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, ტექნიკური  დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სკოლების ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი მიმდინრეობს.

სასწავლო ლაბორატორიები სამი სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამიერიდან, თითოეული მოსწავლე შეძლებს პრაქტიკულ მუშაობას, კვლევის ჩატარებას, მისი შედეგის აღრიცხვასა და გაანალიზებას, სათანადო დასკვნის გამოტანას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე