ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებული სკოლების დირექტორებს პრემიები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის დავალებით, საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს პრემიის სახით თითოელს 2000 ლარი გადასცა.

ნიკა გილაურმა წარმატებული სკოლების დირექტორთა დაჯილდოების შესახებ განცხადება 1 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში დირექტორებთან შეხვედრისას გააკეთა, პრემიერ მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა იმ შედეგებისთვის, რაც მათი სკოლების მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებზე აჩვენეს.

CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა და მასზე კურსდამთავრებულეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგი  შედეგი აჩვენა.

რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა   ცოდნის  მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამოვლინდა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სკოლებიც.

გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს  მათემატიკის გამოცდით  დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე