ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ დღის ცენტრი “ცისარტყელას“ აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 50 აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები  გადასცეს. 

მანდატურების განცხადებით „ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად ცხელი  ზაფხულისა და არდადაგებისა მზად არიან გააგრძელონ მსგავსი აქციები, ყველანაირი სახის დახმარება გაუწიონ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელს.“

სასწავლო დაწესებულების მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებებში და საზოგადოების ყველა ფენას პირადად განუმარტონ  მანდატურის არსი.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთი, ყვარლის, გორისა და  რუსთავის   საჯარო სკოლებში  შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. 

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე