ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილემ ნუდარ სურგულაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ის ადგილი მოინახულა, სადაც სამინისტროს დაფინანსებით ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდება.  

სოფელი ხაჯალია ძირითადად შიდა მიგრაციის დროს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობითაა დასახლებული. სოფლის სკოლის ძველი შენობა 100 მოსწავლეზეა გათვლილი, ავარიულია და დღემდე არასდროს ჩატარებია სარემონტო სამუშაოები. სკოლაში სწავლება  ორ ცვლად მიმდინარეობდა ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 220-ია. 

ახალი სკოლა 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულიად ახალ ადგილზე აშენდება ვინაიდან, სკოლის ამჟამინდელი ავარიული შენობა  სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, რაც  საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება.

მიმდანარე წელს სკოლა  14 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 12-მა დაძლია საატესტატო გამოცდები,  ხოლო ეროვნულ გამოცდებში 8 მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან საატესტატო გამოცდაზე მხოლოდ 6 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს სხვადასხვა საგანში შეფასება 10, მათ შორის არის ხაჯალიის სკოლის მოსწავლეც. სკოლას ჰყავს სერტიფიცირებული პადაგოგი. (სულ ლანჩხუთში 9 სერტიფიცირებულია, მათ შორის ერთი ხაჯალიაში.

ახალი სკოლის შენობა  თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე