ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კავკასიის უნივერსიტეტის 90 სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლის

90 ქართველი სტუდენტი სწავლას მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს. კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამებში მონაწილე სტუდენტები სასწავლებლად უკვე გაემგზავრნენ. 90 სტუდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააცილა. დიმიტრი შაშკინთან ერთად მათ წარმატება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც უსურვეს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს მომავალი განვითარებისათვის ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია, სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ინიციატივას თავისი წვლილი შეიტანონ კვალიფიციური და პროფესიონალური კადრების აღზრდასა და მომზადებაში.

წელს, ორმაგი და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის 90  სტუდენტი იღებს მონაწილეობას. აქედან 25-ერთი ან ორი აკადემიური წლით  ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ.), ჩესტერისა (დიდი ბრიტანეთი) და ზემო ავსტრიის უნივერსიტეტებში (ავსტრია) ორმაგი ხარისხის დიპლომის მოსაპოვებლად მიემგზავრება. 65 სტუდენტი კი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ავსტრიისა და პორტუგალიის წამყვან სასწავლებლებში გაემგზავრა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე