ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ამერიკული პროექტი წარმატებით დასრულდა

საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროექტი  დასრულდა. პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში” პროექტის საბოლოო პრეზენტაცია და დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებში USAID-ი სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა პროექტს კერძოდ: პროფესიული კოლეჯისთვის ”სპექტრი” USAID-ის პროექტის ფარგლებში  შეძენილი იქნა რამდენიმე ასეული ათასი ლარის ღირებულების მძიმე ტექნიკა, მომზადდა სახელმძღვანელოები ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, სასწავლებლებს გადაეცათ სხვადასხვა ლიტერატურა ტურიზმის სფეროში, გადამზადდა პედაგოგები, შეიქმნა დასაქმების ბაზა, დაარსდა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში წარმატებული ბიზნესმენები და სხავადასხვა დარგის სპეციალისტები შედიან. 

“იკაროსში” გამართული პრეზენტაციის  მიზანი იყო სრულად წარმოეჩინა USAID-ის პროექტის მიღწევები საქართველოში, ის პროგრესი, რასაც პროექტის ფარგლებში პროფესიულმა კოლეჯემბა მიაღწიეს - განხორციელდა მზარეულთა, მიმტანთა და კონდიტერთა სწავლების პროცესის დემონსტრირება და პირდაპირი ჩართვა იმ კოლეჯებიდან, რომელთაც პროექტის ფარგლებში გაეწიათ დახმარება (გორის რაიონის სოფელი ხიდისთავი, ქუთაისი, ქობულეთი). ასევე მოხდა პროექტის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების გადაცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის.

პროექტის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, პროფესიული კოლეჯების დირექტორები, სხვადასხვა დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორები, პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი კომპანიები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე