ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამაგისტრო გამოცდების შედეგები დღეს გამოცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge; www.facebook.com/mes.gov.ge) და  სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე  სამაგისტრო გამოცდების ორი ნაწილის შედეგები გამოქვეყნდება. მაგისტრობის კანდიდატები ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგებს დღეს, 17 საათზე შეიტყობენ. ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი -5,2. რაოდენობრივი მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 20, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 5.1.  

მესამე წელია რაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტარდება. წელს გამოცდაში მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა - 7 553 მონაწილეობდა. გამოცდები ორ დღეს - 14 და 15 ივლისს ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს სამ ნაწილში მაინც.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე