ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოკა სეფერთელაძემ კახეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში  ამჯერად, კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 154  კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

კახეთის რეგიონში 66  ოქროსა და 87 ვერცხლისმედალოსანია.  მედლების გადაცემა თელავის პირველ  საჯარო სკოლაში განხორციელდა.  კოკა სეფერთელაძემ მედალოსნებს მომავალი წარმატებები უსურვა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც მათ საატესტატო  და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჩვენეს.

კახეთის რეგიონში მოსწავლეთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ დაძლია საატესტატო გამოცდები,  რამდენიმე მოსწავლე ქულების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პირველ  ასეულშიც მოხვდა, მათ საქართველოს პრეზიდენტისაგან პორტატული კოპიუტერები მიიღეს. 

წარჩინებულ მოსწავლეთათვის მედლების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე