ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის თაობაზე შეთანხმება დაიდო

პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის პოლიტიკის განსაზღვრისა და პროფესიონალი კადრების დასაქმების მიზნით დოკუმენტი შეიქმნა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ  მოაწერეს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიულ განათლებაში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კოლეჯების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით,  პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო შეიქმნა. ხელმოწერილი დოკუმენტი სწორედ, საბჭოს  მიერ არის შემუშავებული  და მიზნად ისახავს პროცესში ჩართულ მხარეებს შორის პასუხისმგებლობების გამიჯვნას.

სამმხრივი დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი პროგრამების დანერგვა, შესაფერისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება და შრომის  უსაფრთხო პირობების შექმნა.

დოკუმენტში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ყველა ის ვალდებულება, რაც პროცესში ჩართულ მხარეებს კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული კავშირებს, მათ გაერთიანებებსა და დამსაქმევლებს ევალებათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე