ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ახალციხის მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს შეხვდა

16 მარტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. ახალციხეს ეწვია და მე-5 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა. მინისტრი შეხვედრაზე ქალაქის მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და ამ რეფორმების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც სასწავლო დისციპლინებს  ახალი საგანები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მსოფლიო კულტურის ისტორია დაემატება. გარდა ამისა, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, ფიზკულტურა სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდება, რაც ჯანსაღი და ჯანმრთელი თაობის აღსაზრდელად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სპორტის გაკვეთილების ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, ახალციხის საჯარო სკოლებში კეთილმოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც მინისტრის განცხადებით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება.

შეხვედრაზე მინისტრმა პედაგოგთა და მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. კითხვების ძირითადი ნაწილი პედაგოგთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას, 2011 წელს გამოსაშვებ და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდების   პროცედურებს ეხებოდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე