ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი არჩევითი საგნის - ,,მსოფლიო კულტურა’’ - პედაგოგთა კონფერენცია გაიმართა

2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე ახალი არჩევითი საგანი - ,,მსოფლიო კულტურა'' შემოდის. ამ თემას პედაგოგთა კონფერენცია მიეძღვანა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ცენტრის მიერ შემუშავებული საგნობრივი პროგრამა პილოტირებას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში გადიოდა. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ როგორ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ასევე ის პედაგოგები, რომელთა სკოლებმა 2011-2012 სასწავლო წელს უკვე აირჩიეს საგანი ,,მსოფლიო კულტურა’’, მათ შორის თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან. 

კონფერენციის მსვლელობისას საპილოტე სკოლების პედაგოგებმა მოკლე სამოდელო გაკვეთილები წარმოადგინეს თემებზე: ”კულტურათა მრავალფეროვნება”, ”კულტურის უნივერსალიები”, ”ბუნება და კულტურა”, ”კულტურათა ტიპოლოგია”, ”კულტურათა დინამიკა” და სხვ.

პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ,სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ, ცენტრის ,,მსოფლიო კულტურის’’ ექსპერტებმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის  პროფესორებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე