ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2011 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება თსუ-ში

2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლა 3000-მდე სტუდენტმა დაასრულა. თსუ-ის 2011 წლის კურსდამთავრებულების გამოშვების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თსუ-ს რექტორი ალესანდრე კვიტაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. ტრადიცია არც წელს დაირღვა, ბაკალავრებს სწავლის დამთავრება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს მთავრობის წევრებმა, ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

ღონისძიების ფარგლებში 2011 წლის გამოშვების წარჩინებულ სტუდენტთა  სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ხოლო  ოფიციალური  ნაწილის  დასრულების  შემდეგ,  მანტიებში გამოწყობილმა ბაკალავრებმა ქუდების აყრით აღნიშნეს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე