ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამაშველო კურსებს 150 მანდატური გადის

სასწავლო დაწესებულებების მანდატურები სამაშველო კურსებს თბილისის ზღვაზე გადიან. პროცესში ჩართულია როგორც თბილისის ასევე სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური. მანდატურთა სამაშეველო სამსახურისთვის მომზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე გაეცნენ.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურის სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და უკვე დიდი წარმატებით მოქმდებს. მანდატურები უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას და მოსწავლეებისათვის ყველა სახის დახმარების გაწევას. სკოლებში აღმოიფხვრა დანაშაულისა და უმიზეზოდ გაკვეთილების გაცდენის ფაქტები. ახალი სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური ახალ ეტაპზე გადადის, ამიერიდან, სკოლის სამი მანდატურიდან ერთი სამაშველო სამსახურისთვის იქნება გადამზადებული და პირველად სამედიცინო დახმარებასთან ერთად საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასაც შეძლებს.

2  კვირიანი სამაშველო კურსებისთვის მანდატურთა შერჩევა მათ მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩაბარებული ნორმატივების შედეგების მიხედვით მოხდა. სპორტული ნორმატივების ჩაბარების  შედეგად ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები გამოვლინდნენ და სწორედ მათი გადამზადება ხდება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრის ექსპერტების მიერ.

სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს. იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურები სწავლობენ ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების  ნორმების დაცვას, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას, სამაშველო კურსებს ისინი მდინარე არაგვზეც გადიან,  სწავლობენ წყლიდან დაზარალებულის ამოყვანას, მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე