ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აშშ-დან, კანადიდან და ავსტრალიიდან მოხალისე პედაგოგები ჩამოვიდნენ

საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. სასწავლო წლის დაწყებამდე, მოხალისე პედაგოგთა რამდენიმე ნაკადს ველოდებით, წლის ბოლომდე სულ 1500 პედაგოგი ჩამოვა. ამჯერად, მოხალისეები ავსტრალიიდან, აშშ-დან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ.

ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულად ტრენინგს გაივლის. ზაფხულის განმავლობაში მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში  და ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლის სკოლებში გადანაწილდებიან და  ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად,  სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი  მომავალშიც გაგრძელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე