ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებულ პედაგოგთა წახალისება გრძელდება

საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების იმ მოსწავლეთა დამრიგებლები არიან, რომელთაც  2011 წლის საატესტატო გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს.

საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავჯდომარეებმა ტატო შავშიშვილმა და გია მურღულიამ მასწავლებლებს ქართული მეთოდური გამოცემები და ინგლისურენოვანი ლიტერატურა აჩუქეს, ასევე პედაგოგებს 500 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო მიესალმება საგანმანათლებლო ალიანსის ინიციატივას წაახალისოს ღირსეული პედაგოგები, რომელთაც ყველა პირობა შეუქმნეს  მოსწავლეებს სათანადოდ მომზადებულიყვენენ საატესტატო გამოცდებისათვის.

ტატო შავშიშვილმა საატესტატო გამოცდების დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში გატარებულ რეფორმათა შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს განათლების რეფორმის პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების დაჯილდოვებას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე