ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.

შესაბამისი საგრანტო კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გამოაცხადეს.

პროექტის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში პროფესიული გამოცდილების შეძენასა და საერთაშორისო საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კვალიფიკაციის ამაღლებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის დოქტორი, დოქტორანტი ან რეზიდენტი და ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის ენას, სადაც გეგმავს სტაჟირების გავლას. უცხოეთში სტაჟირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 15 ათასი ლარით დააფინანსებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

ანალოგიური კონკურსი წელს მესამედ იმართება. ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ გასულ წელს საზღვარგარეთის წამყვან კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო სტაჟირება 16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა გაიარა, მათ შორის რამდენიმე უცხოელი პარტნიორების ინიციატივით, დღემდე აგრძელებს მუშაობას იმავე ორგანიზაციებში.   

ასეთი კონკურსები  საშუალებას იძლევა  ახალგაზრდა მკვლევარები საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩაერთონ და  მაღალკვალიფიციური სპეცილისტები გახდნენ.

 


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე