ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უფასო სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის

სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ფარგლებში, სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. წელს წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი სოციალური ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების  გათვალისწინებით გაფორმდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი პირობები ჰქონდეს.  

2010-2011 სასწავლო წელს,  პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები  უკლებლივ ყველა მოსწავლემ უსასყიდლოდ  მიიღო.  აღსანიშნავია, რომ 2010-2011 სასწავლო წელს სახელმძღვანელოები  სოციალურად დაუცველ იმ მოსწავლეებს გადაეცათ, ვისი სარეიტინგო  ქულა 57 000 იყო, ახალ 2011-2012 სასწავლო წელს, სახელმძღვანელოები  საჩუქრად I-VI კლასის იმ მოსწავლეებსაც გადაეცემათ, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000-ს შეადგენს. ხოლო, VII-XII კლასის მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად  სახელმძღვანელოები 57 000 სარეიტინგო ქულის შემთხვევაში გადაეცემათ.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას საქართველოს ფოსტა 1 სექტემბრიდან დაიწყებს და 14 სექტემბრამდე დაასრულებს. წიგნები ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყველა მოსწავლე  მიიღებს. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შესძლებენ.

გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე,  საქართველოს ფოსტა კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს ყველა მშობელს, სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ფოსტის მეშვეობით გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, ფოსტა წიგნების სახლში მიტანას უზრუნველყოფს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე