ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით 2011-2012  სასწავლო წლიდან აკრედიტირებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება.  ბაკალავრიატის ხარისხის დამადასტურებელი საბუთის დიპლომის მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა ინგლისური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბაროს. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.

სტუდენტების საერთაშორისო აკადემიური სტატუსის მქონე ინგლისური ენის შესწავლით  დაინტერესება  სახელმწიფო  პოლიტიკაა და მისი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ  ევროპულ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ხდება რელევანტური იმ სტუდენტებისთვს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას წელს დაიწყებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად აირჩიეს ინგლისური, მათ ინგლისური ენის B2  დონეზე ცოდნის დადასტურება მოუწევთ. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან სხვა უცხო ენას, მათ ინგლისური ენის ცოდნა მხოლოდ B1 დონეზე მოეთხოვებათ.

ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ TOEFL-ისა და სხვა საერთაშორისო აღიარების მქონე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

აკრედიტირებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის გამოცდას ჩაატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი. ინგლისური ენის გამოცდის ჩატარების უფლება ასევე მიეცემათ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც შესაბამის ლიცენზიას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე