ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტი ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” სექტემბრიდან ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დაასრულა. შერჩეული კანდიდატები ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენას შეასწავლიან და დამატებით სხვა სასკოლო საგნების შესწავლაშიც დაეხმარებიან. კონკურსის წესით შერჩეულ მომავალ პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა.

პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. კონკურსში მონაწილეობა 800-მდე კანდიდატმა მიიღო, პირველი ეტაპი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს მოიცავდა, რომელიც 381 მონაწილემ წარმატებით დაძლია, ხოლო საბოლოოდ კომისიამ, გასაუბრების შედეგად, 186 კანდიდატი შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს ინტენსიური ტრენინგი  ქ. ქუთაისში ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში შემდეგ საგნებში ჩაუტარდებათ: სწავლისა და განვითარების თანამედროვე მეთოდები, კულტურული მრავალფეროვნება და თანაცხოვრება და ბილინგვური სწავლება. 

მომზადებული პედაგოგები სექტემბრში  სამცხე- ჯავადეთში, ქვემო ქართლში და კახეთში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ, ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან რეგიონში და არაქართულენოვან სკოლებში იმუშვებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო პროგრამის მონაწილე ბაკალავრებს,  ერთი აკადემიური წლის მუშაობის სტაჟის საფუძველზე, მაგისტრატურას სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე მონაწილეებს, რომლებსაც მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის მიღება და პედაგოგიური პრაქტიკის გაგრძელება სურთ, პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთწლიან სამუშაო სტაჟში უთვლის. 

პროგრამის მონაწილეთა მეორე ნაკადისთვის შერჩევა სექტემბრიდან განახლდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე