ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა სახლიდან კერძო სკოლაში - პროექტი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში გრძელდება. ახალი სასწავლო წლიდან ”ბავშვთა სოფელის” მკვიდრი ეთერ გოგია, სწავლას კერძო სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მეთორმეტე  კლასში   გააგრძელებს.

ეთერ გოგია დიმიტრი შაშკინმა ახალ სკოლაში პირადად მიიყვანა და ის გარემო გააცნო, სადაც იგი სექტემბრიდან ისწავლის. დიმიტრი შაშკინმა ეთერ გოგიას საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი  გადასცა. 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერ მოსწავლეებს პრესტიჟულ სკოლებში უფასოდ სწავლის საშუალება აქვთ 2010 წელს დაიწყო და მას პირველი სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ გამოეხმაურა. გასულ წელს სკოლის დირექტორმა დავით კახნიაშვილმა 5 წარმატებული მოსწავლე მიიწვია სკოლა-ლიცეუმში, ერთ-ერთმა მათგანმა ადელინა ჭანტურიამ, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლიდანაა, სკოლა წარმატებით დაამთავრა და მალე სტუდენტი გახდება. სწავლის საფასურს სკოლა დაუფარავს, ასევე გაუხსნის საბანკო ანგარიშს, მოიძიებს სპონსორებს და უმაღლესის წარმატებით დასრულების შემდეგ, მას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.

ანალოგიურ პირობებს სთავაზობს ”მწიგნობართუხუცესი” ეთერ გოგიას, რომელიც 2004 წლიდან ძმასთან ერთად, უსახლკარო და უდედმამო ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. მის განათლებაზე ამიერიდან,  კერძო სკოლის ხელმძღვანელობა იზრუნებს, მას კარგი სწავლისთვის ყველა პირობას შეუქმნიან.

სკოლა-ლიცეუმი - „მწიგნობართუხუცესი“ 2010 წლის საუკეთესო კერძო სკოლად არის დასახელებული, სკოლა ასევე მოხვდა 2011 წლის  საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე 20 სკოლას შორის. გარდა ამისა, თანამედროვე  ინფრასტრუქტურის მქონე სასწავლებელში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე