ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში ეროვნული გმირები გაიხსენეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ერთ-ერთი მათგანის, კაპიტან ლერი ლაგურაშვილის შვილს ანა ლაგურაშვილს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა.

ანა მეორეკლასელია, კარგი სწავლით გამოირჩევა. ანას მამა კარგად ახსოვს, იგი ერთადერთი შვილი იყო და მამაც განსაკუთრებით ანებივრებდა.  „ანას რომ ველოდებოდი, 2004 წელს, მაშინაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო ცხინვალში, ლერი იქ იყო. მახსოვს, 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, გამოაცხადეს, რომ იბომბებოდა ადგილები, სადაც ჩვენი ბატალიონები იდგა...”- იხსენებს ლერი ლაგურაშვილის მეუღლე.

ლერი სამხედრო ექიმი იყო და თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა აგვისტოს ომში. მან არაერთი მეომარი გადაარჩინა სიკვდილს. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ომში დაღუპული ეროვნული გმირების ოჯახები საზოგადოებამ არ დაივიწყოს და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.

კოკა სეფერთელაძემ სწავლაში წარმატებები უსურვა პატარა ანას, რომელსაც სურს მამასავით ექიმი გახდეს და ბევრ ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე