ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სააპელაციო კომისია მუშაობას იწყებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ყველა საგნის მიხედვით, აბიტურიენტთა, სტუდენტთა და მაგისტრობის კანდიდატთა  ქულები და ნაშრომებია განთავსებული.

10 აგვისტოს დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება, რომელიც 15 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77), ხოლო რეგიონებში ყველა რაიონულ რესურს-ცენტრში. განაცხადები მიიღება ყოველდღე, კვირის გარდა, 10.00-დან - 18.00  საათამდე.  სააპელაციო კომისიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე უხელმძღვანელებს.

გამოცდებში მონაწილე პირებს, შეუძლია გაასაჩევროს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება. სააპელაციო კომისიები ყველა საგანისთვის ცალ-ცალკე იმუშავებს.

აპელაციის ხუთდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მიღებული განაცხადების განხილვა დაიწყება, რასაც მოგვიანებით  პირველადი შედეგების გამოქვეყნება მოყვება.

2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს 34 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6 868 სტუდნტმა,  ხოლო ერთიანი სამაგისტრო გამოცდისთვის 7422 კანდიდატი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებს,  მისი შეეგების გამოქვეყნება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე