ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გრიფირებაზე ახალი კონკურსი ცხადდება

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა საგნისთვის და დაწყებითი საფეხურის რამდენიმე სახელმძღვანელოზე, სულ 40 ერთეულზე. გრიფირებული სახელმძღვანელოების მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრება. კონკურსში მონაწილეობის უფლება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აქვთ.

განაცხადები 2012 წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიიღება. განაცხადების მიღებამდე  ავტორებს საშუალება ეძლევათ დაასრულონ სახელმძღვანელოებზე მუშაობა.

ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

გრიფირებული სახელმძღვანელო უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნებს  და  ხელს უწყობდეს მოცემული კლასის/საფეხურის საგნობრივი პროგრამის შედეგების მიღწევას.

გრიფირებული სახელმძღვანელოს ფასი არ უნდა აღემატებოდეს ათ ლარს.

სახელმძღვანელო დაწერილი უნდა იყოს თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით; მოსწავლის ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით;  სახელმძღვანელოს შინაარსი (მაგ., ტექსტები, ილუსტრაციები, რუკები, აუდიომასალა, აქტივობები) უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის  ასაკობრივ თავისებურებებს, აკმაყოფილებდეს გრიფირების წესით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს.

კონკურსი ცხადდება დაწყებითი საფეხურის შემდეგ საგნებზე: სპორტი (I-XII კლ.); ცეკვა (IV კლ.); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (I კლ.).

VII-XII კლასებისთვის კი, შემდეგ სავალდებულო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლ.); მათემატიკა (VII-XII კლ.); შესავალი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (VII კლ.); ბიოლოგია (VIII-XI კლ.); ფიზიკა (VIII-XI კლ.); ქიმია (VIII-XI კლ.); უცხოური ენები (ინგლისური,  ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, თურქული, რუსული); ისტორია (VII-XII კლ.); გეოგრაფია (VII-XI კლ.); სამოქალაქო განათლება (IX-X კლ.); სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (VIII-XII კლ.); საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (XI კლ.); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (VII-IX კლ.); მუსიკა (VII-IX კლ.). არჩევით საგნებში: მსოფლიო კულტურა (X, XI ან XII კლ.); ხაზვა (X, XI ან XII კლ.).


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე