ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ნოქალაქევში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის რაიონში ახალ სკოლას აშენებს. სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა  მინისტრის  მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის ძველი ხის შენობა 1931 წელს იყო აშენებული. ამორტიზირებულ შენობას ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაუვიდა. ამ სკოლის 150 მოსწავლეს მეზობელ სოფელში უხდებოდა სკოლაში სიარული. ახალი თანამედროვე სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, პარლელურად ხდება ეზოს მოპირკეთება - შემოღობვა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი,  სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება და ამით  ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე