ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დირექტორობის კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა  საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს. 

დირექტორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეეძლო. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველმა ინდივიდუალური ტესტირება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაიარა. ამ მეთოდით გამოცდა საქართველოში პირველად ჩატარდა. დირექტორობის მსურველებმა კითხვებს რამდენიმე მიმართულებით უპასუხეს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე დაიშვნენ პირები, რომლებმაც  ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი გადალახეს. დირექტორობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებისთვის თემა თავად აერჩიათ. მათ პრეზენტაცია სპეციალური კომისიის წინაშე გამართეს.

კონკურსში მონაწილეობა დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების გარდა იმ მოქალაქეებმაც მიიღეს, რომლებსაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ. კონკურსში გამარჯვებულებს დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით ენიჭებათ.

სერტიფიცირებული დირექტორების ვაკანტურ ადგილებზე წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება, რის შემდეგაც თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე